კურორტი გუდაური

კურორტი გუდაური

სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრშია. ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება.

კურორტი გუდაური თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. გუდაურში ჩასვლა შესაძლებელია მანქანით ან მიკრო ავტობუსით. გუდაურის გზა თოვლისგან ყოველთვის გაწმენდილია და ნებისმიერი ავტომანქანით ჩასვლა მარტივად არის შესაძლებელი. თუმცა დიდთოვლობის დროს გზაზე წესდება შეზღუდვები და გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

სასრიალო ტრასები

გუდაურში არსებული ბუნებრივი პირობები, სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის მთავარი წინაპირობა აღმოჩნდა. პირველი საბაგირო გზა 1988 წელს აშენდა. დღეისათვის გუდაურში 14 საბაგირო გზაა და მათგან უმეტესი ცნობილი ავსტრიული კომპანიის „ დოპელმაიერის“ აშენებულია. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ხოლო ზედა 3276 მეტრზე მდებარეობს. საბაგიროები მუშაობს ყოველდღე 10:00 დან 16:00 საათამდე.

გუდაურის სასრიალო ტრასები ყველა დონის მოთხილამურისთვის არის განკუთვნილი. სასრიალო გზის სრული მანძილი 70 კილომეტრია, რომელიც 20 სასრიალო ტრასას მოიცავს. სასრიალო ტრასები ძირითადად 4 სხვადასხვა სახის სირთულისაა: დამწყები, საშუალო დონის, გამოცდილი და პროფესიონალი. გუდაური გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ხელსაყრელი ადგილია. მისი დახრილი ფერდები ამის საშუალებას იძლევა. გუდაურში ჰავა მშრალია, ხოლო თოვლის საფარი 1-2 მეტრს აღწევს.

პარაპლანით ფრენა გუდაურში

გუდაური საქართველოში პარაპლანით ფრენისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია — მთის რელიეფი და თვალწარმტაცი პანორამული ხედები ამ კურორტს განსაკუთრებულს ხდის. კავკასიონის ქედზე ფრენისას ხელმისაწვდომია უნიკალური შესაძლებლობა, დააკვირდე ულამაზეს მთის პეიზაჟებს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან.

მოითხოვეთ ზარი
Scroll to Top